,,საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, და ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე, ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ გლობალურ ომის პარიას არ მისცეს საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება საქართველოში”.

,,არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს მაგალითად უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე ჩვენ მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და რაც მთავარია ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, და ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე, ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია, მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ გლობალურ ომის პარიას არ მისცეს საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება საქართველოში,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები