“ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მცირედი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, მივიდნენ კლინიკაში და გაიკეთონ ტესტი.

“სამწუხაროდ მიმართვიანობა გამოკვლევებზე ძალიან ეცემა, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება, მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი.

დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 20-22 000 ტესტის გაკეთება და ეს უნდა გამოვიყენოთ. მივიდეთ მცირედი სიმპტომების შემთხვევაშიც კლინიკაში და ვთხოვ საზოგადოებას გაიკეთონ ტესტი,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები