რუსეთს სურს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს – მაია სანდუ

,,რუსეთს სურს, გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს,” – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს,  მოლდოვის მთავრობა დაამხოს.

„აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, დააყენოს პრორუსული მთავრობა კიშინიოვში, რათა გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც სურს რუსეთს მოლდოვის შემთხვევაში, თუმცა დღეს მოლდოვაში არსებობს თავისი მოქალაქეების მიერ არჩეული დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

მსგავსი თემები