„ეს რა დაგვემართა, რამ აგვარჩევინა ქალბატონი სალომეო“ – იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უადგილოა გიორგი ვაშაძის განცხადება პრეზიდენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტმა ყველას უნდა დაანახოს, რომ მის უფლებამოსილებას სრულად იყენებს და ანგარიშს არ უწევს მათ, ვინც მოთქვამს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ უნდა აერიათ.

„ახია მათზე, ახია „ქართულ ოცნებაზე“ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ ის, სანამდეც მიიყვანეს მდგომარეობა, რომ მოახერხეს ქალბატონი სალომეც აღეშფოთებინათ და მწყობრიდან გამოეყვანათ. ხვალ ვაპირებ მასთან საუბარს და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით ქალბატონი სალომეს ადგილას. ალბათ უნდა ვთხოვოთ პრეზიდენტს, რომ საკუთარი პრეზიდენტობის ვადის ბოლო წელს მაინც სრულყოფილად შესძლოს თავისი ვალდებულებების მოქმედება“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტმა მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება ბოლომდე უნდა აამოქმედოს.

„მისი მთავარი ფუნქცია შეწყალებებს უკავშირდება, ასევე, ვეტოს დადებას.  ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება და მან უნდა აჩვენოს, რომ ის მართლა იყენებს თავის უფლებამოსილებას და ანგარიშს არ უწევს იმ ხალხს, რომელიც მასზე ამბობს, ეს რა დაგვემართა რამ აგვარჩევინა ქალბატონი სალომეო“ – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში ელოდებიან.

მსგავსი თემები