„ჩინეთი იყენებს პუტინის სისუსტეს რუსეთზე გეოპოლიტიკური გავლენის გასაზრდელად“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის პოზიცია გადამწყვეტი იქნება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ჩინეთი იყენებს პუტინის სისუსტეს, რუსეთზე  გეოპოლიტიკური გავლენის გაsარდელად.

„ეს კი იწვევს ძალაუფლების ბალანსის შეცვლას ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის. ჩინეთის როლი უკრაინის ომში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას. ჩინეთმა გვერდი აუარა რეფორმების ეპოქას და გადადის უსაფრთხოებისა და კონტროლის ახალ ეპოქაში“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზანი გამოკვეთილია და ეს არის საერთაშორისო წესრიგის სისტემური ცვლილება, რომლის ცენტრშიც ჩინეთია.

„მისი გადაწყვეტილებაა ხელი შეუწყოს მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას. მჯერა, რომ არც მიზანშეწონილია და არც ევროპის ინტერესებშია ჩინეთიდან განცალკევება. ჩვენი ურთიერთობები არ არის შავი ან თეთრი და არც ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ასეთი.  გვჭირდება რისკის შემცირება“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მსგავსი თემები