„ტარიფები რჩება უცვლელად, ზრდა არ იქნება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფების ცვლილება არ იგეგმება. როგორც ნარმანიამ „მედიცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ამ ეტაპზე, არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს, ტარიფების ნაწილში ცვლილება მოხდეს.

„ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით, 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ“ – აღნიშნა დავით ნამრმანიამ „მედიცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ტარიფებს, როგორც ნარმანიამ განმარტა, ამ მოცემულობით, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდა არ იქნება.

„ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს.  ტარიფების ზრდა არც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზეა მოსალოდნელი. ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა“, – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები