„ჩარკვიანის ჭორაობა-ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას აფასებს. მისი თქმით,  ჩარკვიანის ჭორაობას სერიოზულად არ უპასუხებს.

„ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, სადაც  ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან.

მსგავსი თემები