თბილისის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

თბილისის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.

დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის ერთსაათიანი ხანგრძლივობის მომსახურება.

მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს ცხრა ვიზიტს. მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე. მოსარგებლეებს აქვთ მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება.

მსგავსი თემები