ინტოკსიკაციის ნიშნებით, ბათუმის პირველი სკოლიდან მასწავლებელი და მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე ინტოკსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს.

,,5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს”, – განაცხადა გოჩა დავითაძემ.

წყარო: ”ბათუმელები”.

მსგავსი თემები