,,ყველა თანამშრომელს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში”- ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში პრეზენტაცია გაიმართება და  რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება.

„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, შეუძლებელია, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ ყველა სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში იმავე პოზიციებზე, იმავე შემოსავლით. ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას თუ ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, მისთვის იმავე ანაზღაურების გადახდას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმითვე, შენობის ნაწილის დემონტაჟი აუცილებელია.

მსგავსი თემები