,,მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბა. მისივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

,,კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლოვიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის დაღუპული და (ათობით) დაშავებული.

მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები