მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

  •  

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, ახალქალაქის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება. თითოეული საწარმოს სიმძლავრე დღიურად 10 ტონას შეადგენს. საწარმო აშენდება დუშეთშიც, რომლის სიმძლავრე 1.5 ტონა იქნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული საწარმოები პირდაპირი მიყიდვის წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეღავათიან ფასად გადაეცემა, რომლებიც პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მისივე ინფორმაციით, საწარმოებში, როგორც ქართული, ასევე ევროპული ტიპის ყველის წარმოება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები