ხაშურში, 1500 -ზე მეტ სპორტსმენზე გათვლილი სპორტის სასახლე გაიხსნა

  •  

ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩის N103-ში, ახალაშენებული, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, სადაც 1500 -ზე მეტი სპორტსმენი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ივარჯიშებს. ​შენობაში 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდა, ხოლო ეზოში ავტოსადგომი, მინისტადიონი, საჩოგბურთო მოედანი და რეკრეაციული ზონა მოეწყო.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხაშურის მინიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ​სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე. კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუტსალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც.  

მათივე ინფორმაციით, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა. მთლიანად სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. სამშენებლო პროცესი რეგიონული განვითარების ფონდმა განახორციელა და პროექტის ღირებულებამ 2 292 455 ლარი შეადგინა.

სპორტული კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტი წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ხაბარელი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ასევე ძიუდოში თემურ ხუბულური და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები