„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა იმ ერთისა“ – მთავრობიდან ვინ არ კონტაქტობს პრეზიდენტთან?!

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის წევრებთან მისი კომუნიკაცია კონსტრუქციულია. გამონაკლისს მხოლოდ „ის“ ერთი წარმოადგეს, რომელიც პრეზიდენტს არ ეკონტაქტება, არ ხდება და არც მისი პოზიციები აინტერესებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ყველამ  იცის ის ერთი ვინც არის, მთავარი, ვისაც მასთან კომუნიკაციის სურვილი არ გააჩნია.

„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა. ღონისძიებებზე როგორ არა, ზრდილობიანად [მხვდება], მაგრამ, საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“.

 

მსგავსი თემები