პრეზიდენტის განცხადებით, არც ერთ ქვეყნის ლიდერს აქვს უფლება, მასზე ზეწოლა მოახდინოს და ვინმე შეაწყალებინოს

პრეზიდენტის განცხადებით, არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ აქვს უფლება, მასზე ზეწოლა მოახდინოს და მოუწოდოს, „ვინმე“ შეიწყალოს. ამ შემთხვევაში, საუბარია ნიკა გვარამიაზე. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რაც არ უნდა პატარა ქვეყანა იყოს საქართველო, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ამაში ვერავინ ჩაერევა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მას არანაირი პერსონალური წყენა გააჩნია და ეს არაერთხელ დადასტურდა კიდეც.

„არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში… წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია.  თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული. სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ მოწოდებებს, მისი თქმით, რეკომენდაციები და ზეწოლა ამ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს.

„ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა  ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს.  ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება.

 

მსგავსი თემები