მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ – ”სიენენი”

ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს. ამის შესახებ  ინფორმაციას ”სიენენი” უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაში, სი ძინპინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმის შესახებ პეკინის წინადადებას განიხილავენ.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ,,კონკრეტული არაფერია დაგეგმილი”.

 

 

მსგავსი თემები