,,ამბავი დასრულდება მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან” – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჰააგის სასამართლოს მიერ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმიანება.

მისი თქმით, პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ახალ პრეცედენტებს ქმნის.

,,ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს. თუმცა,ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან,”- წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მსგავსი თემები