ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს.

ჯოკოვიჩი აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ვეცადეთ, გვესაუბრა მთავრობასთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ჯეიმს ბლეიკმა.

მსგავსი თემები