,,მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცადებით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

მისი თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას მოითხოვენ.

„მომდევნო რაუნდისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივი გადადება და არ იქნება ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ვიზების აღება ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის. მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას“, – განაცხადა არძინბამ.

 

მსგავსი თემები