,,ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

,,ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი ოფიციალური პირი, ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულებში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მსგავსი თემები