,,ქართველების სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე” – ჯეიმს კლევერლი

,,ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველა პატივი უნდა სცეს,”-  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

,,რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში, რასაც შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს, ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისევე როგორც უკრაინელების შემთხევევაში, ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველა პატივი უნდა სცეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობ თქვენთან ერთად და მხარს ვუჭერს თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მსგავსი თემები