12 წლის გოგონას ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია – მოზარდი სახლში გადაასვენეს

დიღომში გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. როგორც ირკვევა, ოჯახმა მოზარდის ცხედრის გაკვეთაზე უარი განაცხადა.

„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია“, – განაცადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება.

,,დავიღუპეთ…მოწამვლა ხომ არ იყო?!  ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

მსგავსი თემები