,,ჰქონდა ჩალურჯება, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

12 წლის მოზარდის ბაბუის განცხადებით, გოგონა გოგონა სახლიდან ნათესავთან ერთად გამოვიდა.

,,რომ დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ – გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. ჰქონდა რა, მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროსო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ არისო, თითქოს ესე, მაგრამ ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო. ჯანმრთელი ბავშვი იყო და არანაირი პრობლემა, არც ფსიქიკური. სავსებით ჯანმრთელი. ველოდებით, უნდა გადმოასვენონ, სამხარაულის ბიუროდან”,-  განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ.

მსგავსი თემები