,,სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს”- ომბუდსმენი 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

სახალდო დამცველის განცხადებით,  დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს აპარატი შეისწავლის და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.

,,სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები