აშშ ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

აშშ-ის ევროპულმა სარდლობა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალას ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული აპარატის ჩამოგდებას. ამასთან, ვიდეოში ასახულია, როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს.

აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.

მსგავსი თემები