ვადამდელი არჩევნები აბსურდია – შალვა პაპუაშვილი

,,ვადამდელი არჩევნები აბსურდია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში.

,,რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს – ეს აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. რაღა დარჩა იმისთვის, რომ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი მორიგ არჩევნებამდე. ამიტომ ვისაც რაიმე ეჭვი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობაში და ვინმე თუ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში დაელოდოს ვადამდელ არჩევნებს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები