აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს, 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე უფასოდ ემსახურება.
როგორც “მთავარს” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ კი მეტროსადგურებიდან – “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან”, საბურთალოს სასაფლაოზე კი მგზავრებს მეტროსადგურ „დელისიდან“ შეუძლიათ იმგზავრონ, ხოლო თბილისის ზღვის სასაფლაოზე ასვლის მსურველებს უფასო ავტობუსი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის X კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, X კვარტლის XV კორპუსთან.
თბილისის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 8 და 9 აპრილს უფასოდ მოემსახურებიან
