,,ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად უნდა გაიზარდოს ზეწოლა ტერორის  მიმართ.

,,რამშტეინის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე. ჩვენი მეომრების საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები, უკრაინის ცის დაცვა – ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს.

არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია. ჩვენ მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის მიმართ. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, რუსული სახელმწიფოსა და მისი კომპანიების მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების განადგურებაში, პოლიტიკურ და იურიდიულ ზეწოლაში. რაც უფრო მეტ ზეწოლას ვახორციელებთ მათზე, მით უფრო სწრაფად წავალთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს იგრძნონ.ეს არის ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობა. ნაბიჯ-ნაბიჯ,  გაუჩერებლად.

ოკუპანტი უნდა განადგურდეს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები