,,პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ”იმედის” ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. მისი თქმით, კანდიდატის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული.

,,პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული კანდიდატის შერჩევაზე. ძირითადი კრიტერიუმი იყო რა – ერთი, რომ იყო ქალბატონი და ეს სიმბოლიზმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლეს ისტორიასთან, საუბარია მის ოჯახზე პირადად მასზე და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ეს ადამიანი არ იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და არც მის პატრონებთან.

ეს საიდან გაირკვა, თქვენ გახსოვთ მაშინდელი ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მისი გამოცხადება მოღალატედ, ბილწსიტყვაობა, რომელიც გვესმოდა გვარამიას და სხვა ნაცმოძრაობის ლიდერების მხრიდან, მაშინ ამ ფაშისტურ კამპანიაში ჩართული იყვნენ პირდაპირ ნაცმოძრაობის უცხოელი მფარველებიც. ჩამოდიოდნენ უცხოელები და ხელს აფარდებდნენ იმ ფაშისტურ კამპანიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებდა.

აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, რასაც ვეძახით გლობალური ომის პარტიისგან, მას არ ჰქონდა კავშირი არც ნაცმოძრაობასთან და არც მის პატრონებთან”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები