საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოში 16-17 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.

 

მსგავსი თემები