,,ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს”- ”უცნობი” ევროკავშირის დროშის დაწვაზე

”უცნობი” (გია გაჩეჩილაძე) ალტ-ინფოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოგდებას და დაწვას ეხმიანება.

მისი თქმით, ასეთი პროვოკაციებით შეიძლება დიდი ცეცხლი დაინთოს.

,,ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს, ის ცეცხლი… და თუ მაინცდამაინც გვინდა, დავაწესოთ ერთი დღე – ”პარლამენტში შეჭრის დღედ საქართველოში“, ან კიდევ “სპეცრაზმელის ”მოლოტოვის” კოქტეილით დაწვის დღე“, ანდაც “პარლამენტზე ალყის შემორტყმის დღე“.. გვეყოფა, გვეყოფა ქართველებო დაპირისპირება! საქართველოს ახლა სჭირდება დრო, რომ გაიაროს უკრაინაში, ევროპაში მიმდინარე ეს ომი“,- განაცხადა ”უცნობმა” თავის  გადაცემაში “კიდობანი“.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს – ვიდეო

მსგავსი თემები