„არ მაინტერესებს ნაზი ჯანეზაშვილი, მიხედოს თავის ცხოვრებას“, – ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს „ალგიას თავლას“ უწოდებს

„ალგიას თავლა, უნუსონში საუბრობენ ყველანი, ვინც იუსტიციის საბჭოში დავტოვე, ღმერთმა შეარგოთ ერთმანეთი“ – ეს განცხადება ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილთან მიმართებაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილი მის ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმობდა.    

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს „ალგიას თავლას“ უწოდებს და მის მიმართ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს.

„საბჭოდან იმიტომ წამოვედი, რომ, ბინძურმა ორკესტირებუმა ტალღამ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაიმართა, პირველ რიგში, პოლიტიკური ძალებია ამაში ჩართული. ძალიან ვწუხვარ, რომ რომ ეს ადამიანი (ნაზი ჯანეზაშვილი) აღმოჩნდა ამ ძალების ორკესტრირებული თავდასხმის იარაღი, ნებსით ან უნებლიეთ. მთელი თვეების განმვალობაში ის თამარ ჩუგოშვილთან ჩემზე ლაპარაკს აწარმოებდა, ჩემს ზურგ უკან. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენ დღეს არ ვიცით ვის, როდის, როგორ ელაპარაკებოდა ის. მე სისხლით ვიბრძოდი ყოველ ორშაბათს იუსტიციის საბჭოში და საერთოდ არ ვიცოდი, რომ ის თამარ ჩუგოშვილს ელაპარაკებოდა. არ მაინტერესებს ნაზი ჯანეზაშვილი, ჩემთვის ის არ არის „ის“ობოექტი, მიხედოს თავიც ცხოვრებას“ – განაცხადა ანა დოლიძემ, რომელმაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა.      

მსგავსი თემები