,,აშშ და მისი “სატელიტები” მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად მუშაობენ” – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, “აშშ და მისი სატელიტები ცდილობენ, მოლდოვასა და საქართველოში შექმნან დაძაბულობის კერები რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის”.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების “ნეოკოლონიურ დამოკიდებულებას” ასახავს.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე ვღელავთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას ვითარებით, რადგან ეს არის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს მათ რა გააკეთონ რა არა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი სატელიტებით მუშაობს ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო მეტი დაძაბულობის კერების შესაქმნელად და ცდილობს მოაწყოს რაიმე სახის გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ზონებში, რომლებიც საკვანძოა, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზების გამო. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გრუშკომ.

მსგავსი თემები