,,დატოვეთ  არალეგიტიმური პარლამენტი”- დავით ჭიჭინაძე ოპოზიციას

„საპარლამენტო „ოპოზიციას“ მინდა ვკითხო: ღარიბაშვილი- კობახიძეების მსგავსი განცხადებების შემდეგ,  რა მორალი გაძლევთ ისევ პარლამენტში ჯდომის და მათ გვერდით მუშაობის საშუალებას?!“ – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ახლა მაინც რომ შელეოდით თქვენს კომფორტის ზონას,  ახლა მაინც რომ გამოსულიყავით პარლამენტიდან  და  გარეთ,  ხალხის გვერდით დამდგარიყავით რეალურად, „ოცნების“ ლიდერები ვერც სტუდენტებზე დამუქრებას გაბედავდნენ და ვეღარც რეპრესიების დაანონსებას!

მოკლედ, თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა, თუ  ხალხს უწევთ ანგარიშს, დატოვეთ  არალეგიტიმური პარლამენტი და იმ 12 პუნქტის მიღებაც ქუჩიდან ვაიძულოთ!

რეფერენდუმი მოვითხოვოთ, ადამიანებმა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება რომ დაიბრუნონ და საყოველთაო ელექტრონული არჩევნების უფლება მოვიპოვოთ, რაც რეალურად დაანგრევს „ქართულ ოცნებას“.

სხვა შემთხვევაში საერთოდ არაფერს აზრი აღარ ექნება. არც ვადამდელის მოთხოვნას, რადგან ამ სისტემით, სადც  ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, ზუსტად ისეთივე საარჩევნო კანონი გვექნება, როგორი სახალხო დამცველიც აირჩიეს წამებში და პირველივე დღეს კვერცხები რომ მიიღო ხალხისგან,“ – აღნიშნავს დავით  ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები