,,ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში – ისინი არ კარგავენ ძალას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია.

,,ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია. უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში – ისინი არ კარგავენ ძალას, ისინი იბრძვიან, ისინი არ ეძებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია.

ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელიც რეალურად შედგება ყველა იმ ადამიანის მოქმედებისგან, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის და თავიანთი ძმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მტერმა ვერ მიიტაცოს ვერც ჩვენი მიწა და ვერც უკრაინის დიდება,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები