,,ვფიქრობ, როდესაც მამაჩემი გამოჯანმრთელდება და შეძლებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ეს დიდწილად იქნება ამ დარბაზში და მის მიღმა მყოფი ხალხის დამსახურება, ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა სტრასბურგში განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო დიდია საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მით უფრო გაიზრდება შანსები მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის.
„გასულ თვეს, მას შემდეგ რაც ექიმებმა გასინჯეს მამაჩემი, მათ შორის უცხოელებმა აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან და დაასკვნეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მთავრობის ჰოსპიტალმა, სადაც მამაჩემი წევს, გამართა თავისი პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, ცუდია და უარესდება. ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ აქ ყალბი არაფერია და საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, დაამატეს, რომ ეს არის სუიციდური საქმე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი, მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ, რადგან გვინდა, დავეხმაროთ მას, იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.