,,რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.

,,ჩვენ რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად დაზიანებულია ფლაგშტოკიც აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები