“მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„რაც შეეხება ზოგადად, ევროპის იდეას, მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მივმართო. ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი. ვინ მოიტანა რეალური პროგრესი. სააკაშვილმა? ნამდვილად არა. რატომ – სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტი ევროპული თავისი ბუნებით, თავისი მმართველობის სტილით. შეშლილი დიქტატორი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას ბრუტალური, სასტიკი მეთოდებით. აწამებდა, კლავდა ხალხს ახალგაზრდებს მათ შორის. 300 000 ადამიანი გაასამართლა. მისი გუნდის წევრები იყვნენ მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი. დღეს იგივე ხალხი უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ჩვენს ევროპულ მომავალს“ – აცხადებს ქვეყნის პრემიერი.

მსგავსი თემები