„ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება“ – პრემიერი კანონპროექტის გაწვევაზე  

„კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ერთის მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ.

„ჩვენ ვთქვით, ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, მეც გამოვედი ამ კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე ისმენს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ნაწილი ასეთი ადამიანებისა, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამი, უბრალოდ დაიბნენ აი ამ ვითარებაში“ – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები