„უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი ესტონეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ესტონეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი დაბარებულია საგარეო უწყებაში. საკითხი ე.წ. „უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონპროექტს უკავშირდება.

„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. „უცხოელი გავლენის აგენტის“ კანონპროექტი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს ამბიციებთან სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და კონტრპროდუქტიულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით განიხილოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან პროტესტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები