ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

16 ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.  ევროდეპუტატები „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შოშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობისგან და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს. მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან:

პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა)

მაიკლ გალერი (გერმანია)

სვენ მიქსერი (ესტონეთი)

ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია)

ანა ფოტიგა (პოლონეთი)

ნატალი ლუაზო (საფრანგეთი)

ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა)

მარინა კალიურანდი (ესტონეთი)

ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია)

მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)

ტეის როიტენი (ნიდერლანდები)

მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)

კარენ მელქიორი (დანია)

რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი)

ურმას პაეტი (ესტონეთი)

იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა).

 

მსგავსი თემები