ეუთო/ოდირი „აგენტების შესახებ კანონპროექტზე“ განცხადებას ავრცელებს

6 საათზე მეტია, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გრძელდება.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არაერთხელ გაიჟღერა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, თუმცა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი გაზიარება სავალდებულო არ არის.

პარალელურად, კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში. ჩვენ შევაფასებთ საერთაშორისო სტანდარტებთან კანონპროექტის შესაბამისობაა და  ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები