„დროზე დავამთავროთ, ხალხს შია“  – დეპუტატი ყაველაშვილი

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში 6 საათზე მეტია „ხალხის ძალის“ ინიცირებული ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან არაერთი დეპუტატი გააძევეს. დეპუტატებს ნერვებმა არაერთხელ უმტყუნა.

გადაღლას დაემატა შიმშილიც, რომელმაც დეპუტატები ძალიან შეაწუხა.   დეპუტატმა ყაველაშვილმა ვერ დამალა რომ შიოდა და მიკროფონთან სხდომის წამყვანს ასე მიმართა: “დროზე დავამთავროთ, ხალხს შია.“

მსგავსი თემები