,,საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან”- ხატია დეკანოიძე

,,ყველა ჩვენი პარტნიორის გზავნილი არის შემდეგი, ის ადამიანები, რომლებიც ხელს დააჭერენ იმ ღილაკს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ჩაუკეტავს კარებს ევროატლანტიკური სივრცისგან, ისინი საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ქართველი ხალხის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გვერდით არის.

,,დღეს დილით აშშ-დან დავბრუნდი, ყველა ჩვენი პარტნიორის გზავნილი არის შემდეგი, ის ადამიანები, რომლებიც წამყვანები იქნებიან და ხელს დააჭერენ იმ ღილაკს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ჩაუკეტავს კარებს ევროატლანტიკური სივრცისგან, ისინი საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან. მთელი ჩვენი პარტნიორები, ცივილიზაციური სამყარო არის ჩვენკენ, ხალხისკენ, არასამთავრობო სექტორისკენ და ოპოზიციისკენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დანებებას არ ვაპირებთ, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არ შეჩერდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები