,,გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა”- აქუბარდია მაჭარაშვილს

,,გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა.

„მე საზოგადოებას ვესაუბრები აქ და ამიტომ ვარ, თორემ თქვენთან ვიცი, რომ არავითარ საუბარს აზრი არ აქვს. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე. არ არის ასე! ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი. არ გაგივათ! დამთავრდა!“ – განაცხადა აქუბარდიამ.

მაჭარაშვილმა კი აქუბარდიას უპასუხა, რომ ოპოზიციას არსად არ მოუსმენენ, „რადგან ისინი ტყუილს ავრცელებენ“.

მსგავსი თემები