,,უსამშობლო ხარ, ვის ინტერესებს ატარებ?”- ოხანაშვილი ვაშაძეს

,,უსამშობლო ხარ, შენ. ვის ინტერესებს ატარებ?,”- ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ანრი ოხანაშვილმა, ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.

,,უსამშობლო ხარ, შენ. ვის ინტერესებს ატარებ? უსამშობლო კაცი ხარ. ეგ გინდოდა? გეუბნები უსამშობლო კაცი ხარ. ბიჭოთი ილაპარაკე, თუ ვინმესთან გილაპარაკია. უსამშობლო ხარ, სახემწიფოს განცდა არ გაქვს. უზრდელი ხარ, ხმას დაუწიე და მომხსენებელს მიეცი საშუალება კომიტეტს წარუდგინოს საკითხი,”- მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.

მსგავსი თემები