,,სახე გააკონტროლეთ”- კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ოპონენტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

,,ბატონო, გიორგი, სახე გააკონტროლეთ. შენობით არ მოგმართავთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით,” – მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

სხდომის დაწყებამდე შეზღუდვები მოქმედებდა პარლამენტში. კომიტეტის ოთახთან მობილიზებული იყვნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენლები ისინი სხდომაზე მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე პირებს უშვებდნენ.

მსგავსი თემები