ფიზიკური დაპირისპირება და უკიდურესად დაძაბული ვითარება პარლამენტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტს განიხილავენ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა.

მანდატურებმა ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაიყვანეს.

,,ჩვეულებრივი რუსები არიან. მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ მიიღეს საკადრისი პასუხი. ძალით გამომიყვანეს,” – განაცხადა ვაშაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ.

მსგავსი თემები