საპროტესტო განწყობასა და კანონპროექტის განხილვის ჩაშლაში ოპოზიციას „გირჩიც“ დაეხმარება

საპარლამენტო ოპოზიცია დილიდან პარლამენტშია შეკრებილი და 6 მარტის საპროტესტო დღის წესრიგზე მსჯელობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მთავარი სამიზნეა „ხალხი ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ჩაშლა.

ოპოზიციას მხარს უჭერს „გირჩიც“, თუმცა, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, ჯერჯერობით, მათ გეგმებს არ იცნობს.

„ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, განსხვავებული პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკლებად აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონი რაიმეს შესაცვლელად კი არ არის შემოღებული, ეს საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა, ან მზად ვარ ამისთვის. წელიწადი გავიდა, რაც ოპოზიცია ერთად შეკრებილი არ მინახავს. სანამ ამ ხალხს არ ვნახავ ერთად, როგორ შეიძლება ვთქვა, თუ რას ვაპირებთ? ჯერ უნდა გავესაუბრო, მოვისმინო რა ჭკუაზე არიან, რა უნდათ. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს, 11 მარტს გვაქვს აქცია მონობის წინააღმდეგ. ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გადის.

 

მსგავსი თემები