პარლამენტში შეკრებილი ოპოზიცია ხვალინდელი დემარშისთვის ემზადება

 

საპარლამენტო ოპოციზია პარლამენტში შეიკრიბა და ხვალინდელი დღის აქციას გეგმავს. „ლელოს” კაბინეტში შეკრებილები გეგმავენ, ხვალ რა ფორმით შეუშალონ ხელი და როგორც ჩაშალონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს.

„უცხოური გავლენების აგენტების  შესახებ კანონპროექტი“ კომიტეტის სხდომაზე არ უნდა გავიდეს, აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ კომიტეტის სხდომა ვერ შედგეს.

„მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ“ – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან.

პარლამენტში ხვალ ისევ ხმაური იქნება, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

მსგავსი თემები